სასწავლო პროექტი


,,ამღერებული სულის კაცი’’



პროექტის მთავარი იდეა:
წარმოვაჩინოთ და მოვეფეროთ ჩვენი სოფლის სიამაყეს, პოეტსა და მასწავლებელს ბატონ რევაზ ჩხარტიშვილს.

პროექტის აქტუალურობა:
კვლევა–ძიების უნარ–ჩვევების განვითარება. განუმტკიცდებათ თანამშრომლობა. ეუფლებიან ინფორმაციის მოპოვებას.

პროექტის მიზნები:
მასალების მოძიება პოეტი–მასწავლებლის ცხოვრება–მოღვაწეობის შესახებ.

მონაწილეთა ასაკი: 16–17 წელი.

ვადები/ხანგრძლივობა: ერთი კვირა.

მოსალოდნელი შედეგები:
მოსწავლეები მოიპოვებენ რევაზ ჩხარტიშვილის ბიოგრაფიულ ცნობებს. გაეცნობიან და შეისწავლიან მის შემოქმედებას.

პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
ვიდეო ფირი, კომპიუტერი, ფოტოაპარატი ფოტომასალის შესაქმნბელად, რვეული, პასტა.

პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
თემა შევარჩიე მოსწავლეებთან ერთად მათი ინტერესების გათვალისწინებით.
გაკვეთილის მსვლელობისას როცა გალაკტიონის პოეზიას ვეცნობოდით ავღნიშნე რომ,ჯერ კიდევ 21 წლის სტუდენტს ამბორით ლექსი დაულოცა პოეზიის მეფემ გალაკტიონ ტაბიძემ. აქ მოხდა გამოწვევა. 
კლასი გავყავი 2 ჯგუფად. მივეცი საჭირო მითითებანი და სამოქმედო გეგმაც შეიმუშავეს.
პირველმა ჯგუფმა მოიძია ინფორმაცია პოეტის ბიოგრაფიაზე, ხოლო მეორე ჯგუფმა მის შემოქმედებაზე.
პროექტის პრეზენტაცია: ჯგუფის წევრებმა საკუთარ სახლში მოინახულეს პოეტი. აიღეს ინტერვიუ, ჩაიწერეეს მისი საუბარი, ახალი ლექსები, გადაიღეს ფოტოსურათები.

საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქართული.

ქართ. XII. 1. მოსწავლეს შეუძლია სასწავლო პროექტის წარმოდგენა აუდიტორიის წინაშე.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • მკაფიოდ და ნათლად აყალიბებს პროექტის მიზანს;
  • პროექტის ძირითად ნაწილში წარმოადგენს დასმული პრობლემის გადაწყვეტის გზებსა და სასუალებებს;
  • დასკვნით ნაწილში განსაზღვრავს მოსალოდნელ შედეგებს;

პროექტის ხელმძღვანელი: ლია მეგრელიშვილი.

ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: liamegrelishvili11@gmail.com


ჯუმათის მონასტერი